საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პრეზიდენტის მიმართვის გარეშე გაიხსნა. დეპუტატებმა გიორგი მარგველაშვილის სიტყვის ნაცვლად, პრეზიდენტის ვეტო უნდა განიხილონ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება.
თუმცა ამ გადაწყვეტილების მისაღებად საპარლამენტო უმრავლესობა, ირაკლი კობახიძის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებას დაელოდება.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. შესაბამისად, აუცილებელია, შევჯერდეთ პოზიხიებზე და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მსჯელობა,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ხატიძემ.