06 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ეკვადორის პრეზიდენტი ჯულიან ასანჟს დაცვას ჰპირდება

ეკვადორის პრეზიდენტი ჯულიან ასანჟს დაცვას ჰპირდება. ლენინ მორენომ ჯულიან ასანჟის საკითხს მემკვიდრეობით მიღებული პრობლემა უწოდა, თუმცა აღნიშნა რომ მის მხარდაჭერას ისევ გააგრძელებს, რადგან მიჩნია, რომ ასანჟის სიცოცხლე საფრთხე ემუქრება.

განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა რაც ლონდონის სასამართლომ ვიკილიქსის დამფუძნებლის ძებნის ორდერი ძალაში დატოვა. შესაბამისად, იმ შეთხვევაში, თუ ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს ტერიტორიას დატოვებს, მას პოლიცია დააპატიმრებს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მას გირაოთი გათავისუფლოების პირობების დარღვევას ედავება, რისთვისაც მას 12-თვიანი პატიმრობა ელოდება. ვიკილიქსის დამფუძნებელი ეკვადორის დიპლომატიურ წარმომადგენლობის შენობაში 2012 წლიდან იმყოფება. გასულ წელს კი მას ეკვადორის მოქალაქეობაც მისცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები