20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"უკვე სისტემურია ჩემი აცილების დახურულ სხდომაზე დაყენება"- ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე საბჭოს მოქმედმა წევრებმა და მოსამართლეებმა ანა დოლიძის აცილება მოითხოვეს. მიზეზად კი მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები დაასახელეს.  

მოსამართლეები დოლიძის აცილების მოთხოვნას იმით განმარტავენ, რომ მათი თქმით, დოლიძე საბჭოში პოლიტიკური მოტივებს შემოტანას ცდილობს.

დოლიძე კი ამბობს, რომ მისი აცილების მოთხოვნა უკვე სისტემურ ხასიათს იღებს.

"უკვე სისტემურია ჩემი აცილების დახურულ სხდომაზე დაყენება, რომელსაც მხარს უჭერს ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი. ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები არის ის ჯგუფი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე, ნაწილი ამ ჯგუფისა, რა თქმა უნდა, არის საბჭოში, ნაწილი მდებარეობს სასამართლო ხელისუფლების გარეთ,“ - განაცხა დოლიძემ.

მოსამართლეების თქმით, ანა დოლიძე საკუთარი განცხადებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ობიექტური.

"მოსამართლეები რომლებიც გარკვეული პერიოდის მანძილზე მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში და იხილავდნენ სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს, არ უნდა დაინიშნონ სისტემაში.

"მან უკვე ცალსახად გამოთქვა წინასწარ აზრი ამ კონკურსანტების მიმართ და ვფიქრობ ვერ იქნება მიუკერძოებელი,“—აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რევაზ ნადარაია.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, ანა დოლიძეს არ უსაუბრია კონკრეტულად არც ერთ მოსამართლეზე, შესაბამისად მათი მხრიდან აცილება აღიარებაა იმ ეპითეტების ადრესატობისა, რომელზეც დოლიძემ გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა. იუსტიციის არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ საბჭოს წევრები დახურულ სხდომებზე ძველი ბიჭებივით იქცევიან.  

"თუკი ადამიანი კონკრეტულ მოსამართლეზე არ საუბრობს, არ ვფიქრობ რომ ეს არის აცილების საფუძველი, თუ მათ თავის თავზე მიიღეს ეს ყველაფერი ალბათ, ამით განაცხადსაც აკეთებენ, რომ თვითონ იყვნენ სწორედ ის მოსამართლეები.

ძველი ბიჭები გვყვანან საბჭოში  სამწუხაროდ საქმის გარჩევებიც მიდის, თუ ადამიანი დახურულ სხდომას ნახავს, მიხვდებიან როგორ იქცევიან ადამიანები ქუჩაში,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 

დღის ამბები