06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის 33 უცხოელია

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის 33 უცხოელია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა რომელი ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი, უწყება არ აკონკრეტებს.

ბოლო ინფრომაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აჭარბებს. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 100-მდე ადამიანი. ვარაუდობენ, რომ ისინი შენობების ნანგრევებში არიან მოყოლილი. დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ძლიერი მიწისძვრა ტაივანში ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. ყველაზე მეტად ქალაქი ჰუა-ლიენი დაზარალდა, სადაც შენობების ნაწილი მთლიანად დაინგრა. შენობის ძლიერი დაზიანების გამო, მუშაობა უჭირს ადგილობრივ საავადმყოფოსაც.

სამაშველო ოპერაცია რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციას სამხედროებიც უერთდებიან.

დღის ამბები