საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება. პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი შედგება. გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობითაც. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი შეხვდება საბერძნეთის პრემიერს, პარლამენტის სპიკერს, ასევე ოპოზიციის ლიდერს.
დაგეგმილია ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გასაუბრება.