20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
"ციმბირელ პლებეი პუტინს ჯერ კიდევ აქვს ყოფილ საბჭოთა ქვეყნების დაბრუნების სურვილი"-კონგრესმენებმა კობახიძის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე რუსეთი გააკრიტიკეს

ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად კონგრესში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დემოკრატიის განმტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრა. ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება სხვა კონგრესმენებმაც.

„საქართველოს რთული სამეზობლო ჰყავს. "ციმბირელ პლებეის" სწორედ ასე ვუწოდებ პუტინს, ჯერ კიდევ აქვს ყოფილ საბჭოთა ქვეყნების დაბრუნების სურვილი. სწორედ ამიტომ არჩია ჯერ საქართველოში შემოჭრილიყო, რადგან საქართველოს იყო და არის ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს რომ თუ ის საქართველოს დაამარცხებს მოერევა დანარჩენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებსაც,“-განაცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა. 

დღის ამბები