მეტროსადგურ "ვარკეთილში" ახლადგარემონტებული ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით მოკვლევა ამ დრომდე არაა დასრულებული, თბილისის მთავრობაში კონკრეტული პირების პასუხიმგებლობაზე კვლავაც ვერ საუბრობენ.
ცნობილია, რომ ექსპერტიზა დანიშნულია სხვა მეტროსადგურებშიც, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
„დაზიანებული მეტროსადგურის აღდგენითი სამუშაოების პროცესი დაწყებულია, მიმდინარეობს ჯერ კიდევ ექსპერტიზის სამუშაოები, დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსირება არა მხოლოდ იმ დროს მიღებული დაზიანებების, არამედ შემდგომში სარეაბილიტაციო, აღდგენითი მომსახურება, რაც დასჭირდებათ ყველაფერი მერიის მხრიდან დაფინანსდეს. მერიის წარმომადგენლები საკრებულოში არ მივედით იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ საკრებულოში გაერთიანებული კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელსაც დავესწარი მე და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და ყველა კითხვაზე პასუხი გავეცით,“- განცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.