20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
მშენებლობის ნებართვის გაცემა - პროცესში ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება

„სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში,“- ეს განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„პირველივე დღიდან ეს სამსახურები უნდა იყოს ჩართული, რომ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან, როდესაც საინფორმაციო დაფა ქვეყნდება კონკრეტულ სამშენებლო საიტთან, ის ვალდებული იქნება დენდროლოგიური პროექტის საინფორმაციო დაფაც გამოაქვეყნოს,“- განცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გაგრძელდება ავტობუსების პარკის განახლება. კახა კალაძის თქმით, წლის ბოლომდე დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსი შემოვა და თბილისის 2018 წლის ბიუჯეტიდან ამისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები