20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
მმართველ გუნდში იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან

მმართველ გუნდში იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი ორგანოს მუშაობა პოლიტიკოსების შესაფასებელი არ უნდა იყოს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე დაპირისპირება თავად სისტემას დააზიანებს.

„ვისურვებდი, რომ საბჭომ მოახერხოს და გარკვეული ერთიანობა შეინარჩუნოს ან მოიპოვოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ უნდა გამოითქმებოდეს, თუნდაც, გარკვეული კრიტიკა არ უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირებაში არ გადავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთლიანად სისტემა, ვფიქრობ, რომ დაზიანდება,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი, ენძელა მაჭავარიანი კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

„კანონი არ უნდა აძლევდეს საშუალებას, რომ ვიღაც აიცილოს, ვიღაც არ აიცილოს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

იუსტიციის საბჭოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან 3 დღიანი გასაუბრება დასრულდა. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

კანდიდატების ნაწილმა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საბჭოს წევრთან გასაუბრება არ ისურვა და ანა დოლიძის აცილება მოითხოვა. საბჭოში მიმდინარე პროცესებს თავად ანა დოლიძემ სპექტაკლი უწოდა.

დღის ამბები