20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"ჰერითიჯის" ფონდის კვლევას საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება

"ჰერითიჯის" ფონდის სპეციალისტის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. კვლევას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება. მინისტრის თქმით, ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარ უჭერს.

„ნატო არის მტკიცე მხარდამჭერი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქართველოს უმთავრესი მიზანი და ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცება,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ ამერიკელი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატოს წევრებს საქართველოს ალიანსში დაჩქარებული ინტეგრაციისკენ მოუწოდებს.

კვლევის ავტორი, ლუკ კოფი საქართველოს ხელისუფლებასა და პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ნატოში. ლუკ კოფის აზრით, საქართველო ნატოში გარკვეული დათქმებით უნდა გაწევრიანდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები