06 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
უკრაინის მედიაჰოლდინგ "ვესტის" ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ

უკრაინის მედიაჰოლდინგ "ვესტის" ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ. მედიასაშუალების წარმომადგენლების ინფორმაციით, შენობაში სხვადასხვა უწყების, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ.

ჟურნალისტების განცხადებით, ძალოვანები ოფისში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც „ვესტიმ“ მათი საქმიანობის შესახებ გამოძიება გამოაქვეყნა.

შენობაში შესვლისთანავე მათ სათვალთვალო კამერები მწყობრიდან გამოიყვანეს და კარი ჩაკეტეს.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. სამართალდამცველების განმარტებით, მედიაჰოლდინგი საოფისე შენობაში ფართს უკანონოდ იკავებს. 

დღის ამბები