20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
"ავტომობილში ცემა დამიწყეს და თავზე ტომარა ჩამომაცვეს" - მუხთარი საქართველოდან გატაცებას იხსენებს

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, რომელმაც საპატიმრო ოჯახური მდგომარეობის გამო 2 დღით დატოვა, „კურიერთან“ დეტალურად გაიხსენა მისი საქართველოდან გატაცების ფაქტი. აფგან მუხთარლის თქმით, ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. 

"გატაცება მოხდა ჩემს სახლთან, ნიაღვრის ქუჩაზე, ოთხი კაცი იყო. კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. ყველამ იცის საქართველოში, რა უნიფორმას ატარებენ ისინი. რამდენიმე წუთის განმავლობაში თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მერე დავინახე მათი ფორმები და ჩემით ჩავუჯექი მანქანაში. მათ ავტომობილში ცემა დამიწყეს და თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ქუჩაში ჩვენ გარდა არავინ იყო, დიახ, ისინი მითვალთვალებდნენ, მე კრიმინალური პოლიციის წარომადგენლები რამდენჯერმე ვნახე. საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში სხვა მანქანაში გადამსვეს, სადაც უკვე აზერბაიჯანელები ისხდნენ, მათ შორის აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის უფროსის თანაშემწე, ვიცე პოლკოვნიკი, ასკეროვი,“- განაცხადა აფგან მუხთარლიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები