20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთში ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრეზდენტმა საბერძნეთში ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ-გეოპოლიტიკურ პარტნიორობას.

მან მადლობა გადაუხადა ბერძენ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოში რთული ეკონომიკური ვითარების დროს ჩვენმა მოქალაქეებმა საბერძნეთში მიიღეს.

„ჩვენს თაობას, რომელსაც ძალიან რთული ეკონომიკური პროცესების გავლა მოუხდა, არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ჩვენი დედები, დები და ძმები, ეკონომიკურ სირთულეებში თავის გადარჩენის შესაძლებლობას საბერძნეთისნაირ ქვეყანაში პოულობდნენ,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ქართული დელეგაციის წევრებმა გამოფენა დაათვალიერეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები