20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
გიგი უგულავას თქმით, გორდის ტყე-პარკი დღემდე უფუნქციოდ არის მიტოვებული

გიგი უგულავამ გორდის ტყე-პარკი დაათვალიერა. პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, უნიკალური ტურისტული ადგილის განვითარების პროექტი შეჩერდა და ტყე-პარკი დღემდე უფუნქციოდ არის მიტოვებული.

„ნაცვლად იმისა, რომ ეს პროექტები დაესრულებინათ, განევითარებინათ, რაც არ მოსწონდათ, გაეუმჯობესებინათ, პირიქით. არც ამაზეა პრობლემა, პირიქით, ვხედავთ მხოლოდ გამგებლების, მათი მოადგილეების ხელფასების ზრდას, ამაში იხარჯება ფული, ნაცვლად იმისა, რომ ეს ფული ხალხს მოხმარდეს,“- განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები