06 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
აშშ-ში სახელმწიფო დაწესებულებებმა მუშაობა ისევ შეაჩერეს -კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დაწესებულებებმა მუშაობა ისევ შეაჩერეს. ე.წ. დროებითი შათდაუნი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო.„დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს და კანონპროექტის დამტკიცებას აპირებდნენ, თუმცა, ამას ერთმა სენატორმა შეუშალა ხელი.

კონსერვატორმა რენდ პოლმა, რომელიც ფედერალური მთავრობის ხარჯების გაზრდას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, სხდომა ისე გააჭიანურა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში ბიუჯეტის კენჭისყრაზე დაყენება ვეღარ მოესწრო, რასაც ავტომატურად ე.წ. შათდაუნი მოჰყვა.

ამ დროისთვის სენატში შესვენებაა გამოცხადებული. სხდომა რამდენიმე საათში უნდა განახლდეს.

დღის ამბები