06 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
მსოფლიოს საფონდო ბაზარზე ისევ ქაოსია

მსოფლიოს საფონდო ბაზარზე ისევ ქაოსია. უკვე მეორედ, მიმდინარე კვირის განმავლობაში, საფონდო ინდექსები რეკორდულად ეცემა. ნიუ იორკის ბირჟაზე დოუ ჯონსის ინდექსმა ბოლო დროის რეკორდი მოხსნა და 4.15 პროცენტით დაიწია.

4 პროცენტიანი ვარდნა განიცადა ელექტრონული ბირჟის ინდექსმა „ნასდაქმაც“, რასაც უმსხვილესი ამერიკული კომპანიების ფასიანი ქაღალდების გაუფასურება მოჰყვა.

ამერიკული ინდექსების ვარდნას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე. მკვეთრად დაეცა ევროპული და აზიური ბირჟების მაჩვენებლები.

ბირჟის გახსნისთანავე ნიკეის ინდექსმა თითქმის სამი პროცენტით დაიწია. საფონდო ბაზარზე შექმნილ ვითარებას ექსპერტები ამერიკის გლობალური ეკონომიკის პოლიტიკას უკავშირებენ.

ინვესტორები შიშობენ, რომ ამ პირობებში ინფლაცია დაჩქარდება, რის გამოც ფედერალური სარეზერვო სისტემა იძულებული გახდება, საპროცენტო განაკვეთები ნაადრევად გაზარდოს.

დღის ამბები