06 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
კიმ ჩენ ინის და ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად სამხრეთ კორეაში ჩავიდა

ჩრდილო კორეის დელეგაცია ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ოფიციალურ პირებს შორისაა კიმ ჩენ ინის და. ის ჩრდილო კორეის მმართველი დინასტიის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა.

კიმ ე ჩჟონი სამხრეთ კორეაში ძმის კუთვნილი თვითმფრინავით ჩაფრინდა და პირდაპირ ფხენჩხანში გაემგზავრა, სადაც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას მიადევნებს თვალს.

კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეაში მნიშვნელოვანი გზავნილით ჩავიდა. შაბათს ის სადილზე შეხვდება სამხრეთ კორეის პრეზიდენტს და ფხენიანში დაპატიჟებს.

დღის ამბები