06 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ნიუ იორკის მოდის კვირეულის ჩვენებები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ეძღვნება

ნიუ იორკის მოდის კვირეულის დღევანდელი ჩვენებები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ეძღვნება. პირველი თემატური ჩვენება ვეტერანმა დიზაინერმა ტადაში შოჯიმ გამართა, რომელმაც არჩევანი სექსუალურ და ქალურ შტრიხებზე გააკეთა.

მოდელიორი აცხადებს, რომ სექსუალურობის დემონსტრირებისას ქალები ვალდებული არ არიან საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.

ტადაში შოჯიმ კოსტიუმებისთვის მკვეთრი ფერის ქსოვილები გამოიყენა.

ნიუ იორკის მოდის კვირეული 14 თებერვალს სრულდება და 100-ზე მეტ დიზაინერს მასპინძლობს.

დღის ამბები