„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს შესყიდვებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში არ იზიარებენ. საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მერიის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ტენდერები 2016 წელს კანონში შესული ცვლილების შესაბამისად ტარდება.
"მორიგი სიცრუე, რომლის უკანაც დგას მარტო პოპულიზმი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ვინ, ვინ და „ევროპულ საქართველოს“ კარგად უნდა მოეხსნებოდეს თუ 2014 წლიდან მოყოლებული ეს ტენდერები როგორ ჩატარდა,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.