06 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
პარიზსა და ბელგიაში რეკორდულ ნალექს ელოდებიან

პარიზში ისევ რეკორდულ ნალექს ელოდებიან. მეტეოროლოგების პროგნოზით, საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონში დღის მეორე ნახევარში ისევ ძლიერი თოვაა მოსალოდნელი, რაც ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

პარიზის მერიამ მოსახლეობას ქუჩებში გასვლისგან თავის შეკავება სთხოვა. დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტმა ეიფელის კოშკი დახურა. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში დახურული იქნება.

ძლიერ თოვას ელოდებიან ბელგიაშიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყანაში 5 სანტიმეტრის ოდენობის ნალექია მოსალოდნელი, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.

"მეტეოროლოგიური რისკის" გამო ბელგიის დასაქმების მინისტრმა მოსახლეობას ნება დართო, რომ სამსახურებში არ გავიდნენ და სახლებიდან იმუშაონ.

დღის ამბები