06 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
სოთბის აუქციონი იშვიათი თეთრი ბრილიანტის გასაყიდად ემზადება

სოთბის აუქციონი იშვიათი თეთრი ბრილიანტის გასაყიდად ემზადება. ძვირფასი ქვის წონა 10.34 კარატია. ექსპერტების განცხადებით, ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის - "D" კატეგორიის ბრილიანტია, რომელიც სისუფთავით "ამერიკის გეოლოგიური ინსტიტუტის" უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ვაჭრობა ლონდონის სახლში თვის ბოლოს გაიმართება. სოთბის სახლში ვარაუდობენ, რომ ძვირფასი ქვა ვაჭრობისას ფასის ახალ რეკორდს დაამყარებს და ამგვარად 2013 წლის მაჩვენებელს გააუმჯობესებს.

წინა რეკორდი 163 კარატიანს - ოვალური ფორმის ბრილიანტს ეკუთვნის, რომელიც ჰონგ კონგის აუქციონზე 260 ათას დოლარად გაიყიდა. 

დღის ამბები