06 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ეგვიპტის არმიამ სინას ნახევარკუნძულზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება დაიწყო

ეგვიპტის არმიამ სინას ნახევარკუნძულზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება დაიწყო. ქვეყნის სამხედრო მეთაურის განცხადებით, ოპერაცია ”ისლამური სახელმწიფოს” ლოიალური დაჯგუფების ”ვილაიათ სინას” წინააღმდეგ ტარდება.

სწორედ ამ დაჯგუფებას ადანაშაულებენ ეგვიპტის სპეცსამსახურები და გაერო გასული წლის ნოემბერში მეჩეთზე მომხდარ თავდასხმაში, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ტერაქტის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა არმიის გენშტაბს რეგიონში უსაფრთხოების აღდგენისთვის სამთვიანი ვადა მისცა. სამხედრო მეთაურის განცხადებით, ძალოვანებმა არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, შეტევა რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად დაიწყეს.

ოპერაცია სინას ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებს, ნილოსის სანაპიროს და უდაბნოს ტერიტორიებს მოიცავს.

დღის ამბები