კურიერისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, აფგან მუხთარლი ციხეში ვადაზე ადრე დააბრუნეს.
ალიევი, კვირიკაშვილი და ივანიშვილი - აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ის სამი გვარი დაასახელა, რომლებმაც თბილისის ცენტრიდან მისი გატაცება და ბაქოს ციხეში ჩასმა შეუკვეთეს.
მუხთარლი ამტკიცებს, რომ მისი თავისუფლება ილჰამ ალიევის ქართულ ბიზნესინტერესებს შეეწირა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბიზნესპარტნიორი კი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია.