20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
ენმ ხელისუფლებას პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს და პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ დანამატის გაზრდა პედაგოგების მხოლოდ ერთ პროცენტს შეეხო, რაც მათ კოლეგებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს.

ნაციონალური მოძრაობა ასევე მოითხოვს, პედაგოგის სტატუსი მიენიჭოთ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ინკლუზიური განათლების პროგრამით საჯარო სკოლებში განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებთან მუშაობენ.

სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას ოპოზოცია არასამთავრობო სექტორთან ერთად გეგმავს.  

დღის ამბები