06 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ტრამპმა დემოკრატი კონგრესმენების მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება დაბლოკა

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელების სკანდალური დოკუმენტის საპასუხოდ დემოკრატი კონგრესმენების მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება დაბლოკა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ ანგარიში საიდუმლო ცნობებს მოიცავდა და მის გასაჯაროებას შესაძლოა, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთის მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა.

თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკითხთან დაკავშირებით უსაფრთხოების სასმსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები გამართა.

საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით რესპუბლიკელების მიერ მომზადებული ანალოგიური დოკუმენტი გასულ კვირას გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ტრამპის თანაპარტიელები გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებდნენ.

დღის ამბები