20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ექსპერტები ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეფერხების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავენ

ექსპერტები ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეფერხების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავენ. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ საფრთხე არსებობს და უვიზო რეჟიმი გადასარჩენია.

პრობლემები, რომლებმაც შესაძლოა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა შეაფერხოს, მთავარობამაც აღიარა. მთავარი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია და საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ჩადენილი კრიმინალური ფაქტებია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, კახა გოგოლაშვილი, აღნიშნავს, რომ პრობლემების აღმოფხვრისთვის მეტი პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

„როგორც ჩანს, საჭირო არის მეტი დიპლომატია, მეტი დიპლომატია, მეტი პრევენციული მუშაობა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ არ მოითხოვოს უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთან,“ - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.  

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე, ხელისუფლებას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

„ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, გზა არის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება, სოციალური პრობლემების მოგვარება. სამწუხაროდ, ახლა ამის გაკეთების თავი ამ მთავრობას კიდევ  დიდხანს რომ არ ექნება, ფაქტია,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

დღის ამბები