06 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
ოჯახური ძალადობის ბრალდების გამო, ტრამპის კიდევ ერთი თანაშემწე გადადგა

დონალდ ტრამპს კიდევ ერთი თანაგუნდელი ტოვებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თანამდებობა უკვე პრეზიდენტის მეორე თანაშემწემ დატოვა.

რობერტ პორტერის მსგავსად, დევიდ სორენსენის გადადგომის მიზეზიც ოჯახური ძალადობის ბრალდება გახდა. ორივე მათგანი არასათანადო მოპყრობაში ყოფილმა მეუღლეებმა დაადანაშაულეს.

მედიის ცნობით, ბრალდებების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობისთვის ჯერ კიდევ შემოდგომიდან იყო ცნობილი, თუმცა, ინფორმაციას დონალდ ტრამპს უმალავდნენ. ამის გამო, არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა თეთრი სახლის აპარატის ანჟამინდელი ხელმძღვანელი გადააყენოს. 

დღის ამბები