06 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია.

საგანგებო წერილი მუნ ჩჟე ინს სეულში გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინის დამ გადასცა. სამხრეთ კორეის ლიდერმა ჩრდილო კორეის დელეგაციას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

კიმ ჩენ ინი თავის სამხრეთ კორეელ კოლეგას ფხენიანში ჩასვლას უახლოეს მომავალში და იქ ორმხრივი სამიტის გამართვას სთავაზობს.

სამსაათიან მოლაპარაკებამდე ჩრდილოეთ კორეის 22-კაციანი დელეგაცია ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასაც დაესწრო. 

დღის ამბები