20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #DipSki გუდაურში გაიხსნა

დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #DipSki გუდაურში გაიხსნა. საქართველოს საგარეო უწყება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გუდაურში მასპინძლობს. 100-მდე დიპლომატი და მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილი ერთმანეთს სათხილამურო ტურნირის ფარგლებში შეეჯიბრებიან.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივის დახმარებით კურორტების პოპულარიზაცია და განვითარება მოხდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია.

გაეროს კოორდინატორი და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი დიპლომატიური შეჯიბრის ჩატარებას მიესალმება.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი, სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს, რომ იმედოვნებს, რომ საქართველოში ზამთრის ოლიმპიადა ჩატარდება.

„ოლიმპიადამდე ჩვენ, 2023 წელს კანდიდატი ქვეყანა ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მივიღოთ Free Style-ში და „სნოუბორდში“, საქართველოში. რაც შეეხება ოლიმპიადას, გეტყვით, რომ 6-დან 9 მარტამდე საქართველოს ეწვევა ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ მდგომარეობას, თუ როგორი მდგომარეობაა საქართველოში ამ კუთხით, ამის შემდეგ დაიდება გეგმა, რის მიხედვითაც უნდა განვავითაროთ უკვე ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები,“ - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.

დღის ამბები