06 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
გაუსაძლის ყინვასა და დიდთოვლობას აშშ-ში მსხვერპლი მოჰყვა

შეერთებულ შტატებში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, გაუსაძლისი ყინვისა და დიდთოვლობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ილინოისისა და მიჩიგანის შტატები დააზარალა. გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, შეფერხდა ავიამიმოსვლაც. ჩიკაგოსა და დეტროიტის საერთაშორისო აეროპორტებში ათას 200-ზე მეტი რეისი გადაიდო.

სინოპტიკოსების ცნობით, ასეთი დიდთოვლობა ჩიკაგოში ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა. თოვლის საფარის სიმაღლე ქუჩებში უკვე 30 სანტიმეტრს აჭარბებს. 

დღის ამბები