"ეს არის სრული აბსურდი და მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ბოლო დროს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი განმარტების გაკეთება არ ისურვა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსაც ადებს.