20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ტყუილი და არასერიოზული განცხადებები - სოზარ სუბარი აფგან მუხთარლის განცხადებაზე

კურიერთან ინტერვიუს გამო, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკა დაიმსახურა.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ მისი თბილისიდან გატაცება საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების და ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებით მოხდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტს ტყუილში ადანაშაულებს.

„როცა ადამიანი ციხეშია, კარგად მესმის, რომ მას შეიძლება, ბევრი რამ აწუხებდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ტყუილების თქმა და მოგონება არ ეკადრება არავის და მითუმეტეს, ადამიანს, რომელიც არის ჟურნალისტი და რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე აქვს პრეტენზია. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადებები, რაც მან გააკეთა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები