ე.წ. "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლების ულტიმატუმი აჭარის ხელისუფლებას - ადგილობრივები სამთავრობო უწყებებს ვადას პირველ მარტამდე აძლევენ და ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მათთვის საცხოვრებელი კორპუსის აშენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა და მათთვის სპეციალური პროგრამის წარდგენას დაჰპირდა.