06 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
კანადის პრემიერმინისტრის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა - არიან დაშავებულები

კანადის პრემიერმინისტრის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა კალიფორნიის შტატში მოხდა.

ჯასტინ ტრუდოს კორტეჟი რეიგანის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან გამოვიდა, 6 კილომეტრის დაშორებით კი, კანადის პრემიერის ესკორტში შემავალ მოტოციკლს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. პოლიციის ოფიცერი, რომელიც მოტოციკლს მართავდა, ასევე, ავტომობილის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავად კანადის პრემიერი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ დაშავებულა. 

დღის ამბები