26 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
"შვილს კითხულობს" - დოდო გუგეშაშვილი შესაძლოა, დღესაც ვერ დაკითხონ

შვილის მკვლელობის თვითმხილველი და თავდასხმის ერთადერთი მოწმე, დოდო გუგეშაშვილი, გამომძიებლებმა შესაძლოა, დღეს ისევ ვერ დაკითხონ. მხედრიონის ყოფილი ლიდერი რეანიმაციიდან პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ.

თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ისევ საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაა და ჯერ ისევ არ იცის შვილის დაღუპვის ამბავი.

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები ამბობენ, რომ პაციენტს სანამ კარგად არ გამოაღვიძებენ, სამართალდამცავები არ დაკითხავენ.

„დღეს რეანიმაციაში ტოვებენ, გონზე არის, მაგრამ არ უნდათ, რომ თავისი ვაჟკაცის ამბავი გააგებინონ. შვილს კითხულობს,“- განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, დავით მუხიგულმა. 

კურიერის ინფორმაციით, გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა ნოდარ გუგეშაშვილის მიმართ შურისძიებით მოტივით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას ახალგაზრდასთან კონფლიქტი 7 წლის წინ ჰქონდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები