06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალებმა ისრაელის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ისრაელის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ირანის უპილოტო საფრენი აპარატის ხელში ჩაგდების შემდეგ ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე 12 ირანულ ობიექტზე მიიტანა იერიში, თუმცა, საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

რაკეტების გაშვებისთანავე ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონებში გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო. თვითმფრინავის კატასტროფამდე კი ორივე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის კონფლიქტის პერიოდში ისრაელმა ავიაგამანადგურებელი დაკარგა.

მომხდარის შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყნის საჰაერო სივრცის დიდი ნაწილიც ჩაკეტა.

დღის ამბები