საქართველოს საგარეო უწყება უკვე მეორე წელია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გუდაურში მასპინძლობს. 100-მდე დიპლომატი და მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილი ერთმანეთს გუდაურში სლალომში და გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ.
საპრიზო ადგილები გადაინაწილეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ტურნირის დაწყებამდე მიმართა და ისაუბრა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალზე.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ უმასპინძლოს 2030 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.
დღეს, ასევე, დიპლომატებმა სათავგადასავლო სკოლის ერთ-ერთ სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა. ეს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, დაახლოებით, 20 წლის წინ დაარსდა და ტრენინგებს უტარებს ექსტრემალებს.