06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
სირიაში იერიშების შედეგად ერთი კვირის განმავლობაში 277 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

გაერო სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლის რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე საუბრობს.

ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებული იერიშების შედეგად, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონებში 277 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათასზე მეტი კი დაიჭრა.

გაეროს მონაცემებით, უმეტესობა მათგანი სირიის სამთავრობო ძალებისა და რუსეთის ავიაციის შეტევებს ემსხვერპლა.

ორგანიზაციის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო გაერთიანებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი შეფასებით, მომხდარი სამხედრო დანაშაულია და ის დაუსჯელი აღარ უნდა დარჩეს.

დღის ამბები