06 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
ავიაგამანადგურებლის კატასტროფის საპასუხოდ ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე ახალი იერიშები განახორციელა

ავიაგამანადგურებლის კატასტროფის საპასუხოდ ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე ახალი იერიშები განახორციელა. ავიაციამ ერთდროულად 10-ზე მეტი სამიზნე დაბომბა.

მანამდე ისრაელის არიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო და 12 ირანულ ობიექტზეც მიიტანა იერიში, თუმცა ეფ-16 ტიპის გამანადგურებლებს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

რაკეტების გაშვებისთანავე ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონებში გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო. თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე კი ორივე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის კონფლიქტის პერიოდში ისრაელმა ავიაგამანადგურებელი დაკარგა. მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ ქვეყნის საჰაერო სივრცის დიდი ნაწილიც ჩაკეტა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები