"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ხონში, სოფელ ქუტირში ადგილობრივებს შეხვდა. მძიმე სოციალური ფონის გარდა, მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლისა და კანალიზაცის სისტემის პრობლემა სანახევროდ გადაჭრეს. სისტემა ყანებზე გადაატარეს და მილებისთვის ამოთხრილი ტერიტორია იგივე მდგომარეობაში დატოვეს. მათივე ინფრომაციით ამორტიზირებულია გაწმენდითი ნაგებობაც.