06 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ისრაელის ხელისუფლება ირანსა და სირიას აფრთხილებს

ისრაელის ხელისუფლება ირანსა და სირიას აფრთხილებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სირია-ისრაელის საზღვარზე ვითარების ესკალაცია ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილა.

ბენიამინ ნეთაჰიანუ ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსაც. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისინი ნებისმიერი თავდასხმისგან თავს დაიცავენ.

ისრაელის არმიის ავიაგამანადგურებელმა გუშინ სირიის ტერიტორიაზე ირანული ობიექტების დაბომბვის შემდეგ კატასტროფა განიცადა.

F-16 ტიპის თვითმფრინავს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაშვებული რაკეტა მოხვდა.

მომხდარის შემდეგ ისრაელმა სირიის რეგიონებში 1982 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა. 

დღის ამბები