20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
"საუბარია, რომ შედეგს ფორმულა - ყველა მინუს ერთი და ერთი კანდიდატით გავიდეს მთელი ოპოზიცია,“ - პაატა დავითაია სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის მიერ, გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ის ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებას ურჩევს, გამოხმაურებები მოჰყვა არასაპარლამენტო ოპოზიციაში.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ კონსულტაცია ერთიან კანდიდატზე დიდი ხანია მიმდინარეობს და თუკი ამ იდეას „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება, მიესალმება.  

„ეს იდეა დიდი ხანია არსებობს და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგალითად, ლიდერთა საბჭოს შიგნითაც მიმდინარეობს კონსულტაციები, განიხილება რამდენიმე კანდიდატი ამ მიმართულებით. მე მივესალმები იმას, თუ შემოუერთდა „ნაციონალური მოძრაობაც“ ამას და იქნება მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ერთობა. აქ საუბარია, რომ შედეგს ფორმულა - ყველა მინუს ერთი და ერთი კანდიდატით გავიდეს მთელი ოპოზიცია,“ - განაცხადა  პაატა დავითაიამ.

განცხადება გააკეთა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანმა პაატა მანჯგალაძემ.

„ქვეყანაში დღეს არსებული როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიური, სოციალური და სხვა მდგომარეობა სხვა არჩევანს არ უტოვებს პოლიტიკურ პარტიებს, გარდა იმისა, რომ შეთანხმდნენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საერთო გზებზე,“ - აცხადებს  პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები