ოპოზიციის საერთო კანდიდატზე და გაერთიანებაზე განმარტება მართველ გუნდშიც გაკეთდა. უმრავლესობის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკის გუშინდელი დღეა.
გიორგი ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს პოლიტიკური წონა არ აქვს.
„არ მგონია, რომ სააკაშვილის მოწოდება, პოლიტიკურ ასპარეზზე გარკვეული პოზიციების შეჯერების შესახებ რაიმე ფასეულობას ან რაიმე წონას ატარებს. ასე მგონია, რომ ეს გუშინდელი დღეა ჩვენს პოლიტიკაში,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.