20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის განცხადება საერთო კანდიდატის შესახებ - არაერთგვაროვანი გამოხმაურებები და რეაქციები ოპოზიციაში

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, ოპოზიციის გაერთიანებასა და საერთო კანდიდატზე შეთანხმებაში ხედავს. მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას დღეს პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოყვა. "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ გაერთიანება სააკაშვილის ფიგურის ირგვლივ ვერ მოხდება.

გიგა ბოკერიას თავის მხრივ უპასუხეს „ნაციონალურ მოძრაობაში.“ ნიკა მელია მიიჩნევს, რომ საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ალტერნატივა არ აქვს და ივანიშვილის რესურსს ერთიანმა ოპოზიციამ ძლიერი კანდიდატი უნდა დაუპირისპიროს. ეს კანდიდატი პარტიული კუთვნილების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა საინიციატივო ჯგუფმაც წარადგინოს.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პრაიმერიზის გზით, სამთვიანი დებატების შემდეგ უნდა შეარჩიოს საპრეზიდენტო კანდიდატი. პრაიმერიზის ჩატარების მომხრეა გიორგი ვაშაძე, თუმცა ამ პროცესში ვერ ხედავს "ევროპული საქართველოსა” და ”პატრიოტთა ალიანსის” ადგილს.

საერთო კანდიდატზე შეთანხმების აუცილებლობას ხედავს არასაპარლამენტო ოპოზიციაც.

დღის ამბები