06 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
რვა გარდაცვლილი და 40-ზე მეტი დაშავებული-აფეთქება ბოლივიაში

რვა ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას ბოლივიის ქალაქ ორუ-რო-ში. დაღუპულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

აფეთქების შედეგად დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. 

უბედური შემთხვევა ტრადიციული კარნავალის დროს მოხდა. ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტში მდებარე ბუნებრივი აირის ავზი მწყობრიდან გამოვიდა და აფეთქდა.

დღის ამბები