06 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
კენსინგტონის სასახლემ სამეფო ქორწილის ახალი დეტალები გაასაჯაროვა

კენსინგტონის სასახლემ სამეფო ქორწილის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. 19 მაისს ცერემონია უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის ტაძარში შუადღის 12:00 საათზე დაიწყება.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი დაწერს. ერთსაათიანი ცერემონიის შემდეგ სამეფო წყვილი ტაძარს ეტლით დატოვებს და ქალაქის ქუჩებში გაისეირნებს, რის შემდეგაც სასახლეში დაგეგმილ მიღებაზე დაბრუნდებიან.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის დახურულ წვეულებას მოაწყობს პრინცი ჩარლზიც. 

დღის ამბები