06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ავიაკატასტროფა რუსეთში - გამოძიებამ ტერაქტის ვერსია გამორიცხა

რუსეთის პროკურატურა მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენას ცდილობს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე შავი ყუთი იპოვეს, რომელიც გარედან დაზიანებულია, თუმცა იმედოვნებენ, რომ ინფორმაციის გაშიფვრას მაინც მოხერხდება.

გამოძიება მთავარ ვერსიებად უამინდობას, პილოტების შეცდომას ან თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს. ამ დროისთვის გამოირიცხა ტერაქტისა და ვერტმფრენთან შეჯახების ვერსია რადგან, გამომძიებლების თქმით, ავიაკატასტროფის ადგილზე სხვა საფრენი აპარატის ნაწილები არ აღმოჩნდა.

სარატოვის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა, დომედოდოვოს აეროპორტის დატოვებიდან რამდენიმე წუთში რამენსკოეს რაიონში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები