20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
,,ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაზე წამოვწევთ"- ჰოკმარკი მუხთარლის საქმეზე

,,ეს მართლაც ძალიან  შემაშფოთებელია. ეს არის ის, რაც არ უნდა მომხდარიყო,“- ამ განცხადებით, ევროპარლამენტარი,  ,,ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი გურან ჰორკმარკი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება.

გურან ჰორკმარკი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გატაცების საქმესთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს. 

ევროპარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ აფგან მუხთარლის საქმე, ყველა შეხვედრაზე იქნება სათანადოდ განხილული.

,,რა მოხდა, ახლაც არ არის ბოლომდე ნათელი - იმის მიუხედავად, რომ ბევრ ადამიანს აქვს ეჭვები. ძალიან უხერხულია, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ვფიქრობ, რომ საქართველო, რომელიც ევროპას უახლოვდება არ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაზე წამოვწევთ“-განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ,,ევროპის სახალხო პარტიიდან“ გურან ჰოკმარკიმ.

დღის ამბები