ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ფორუმი მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საკრებულოში. ღონისძიების ინიციატორი თბილისის საკრებულო და მერია არიან.
ის მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის ურთიერთ თანამშრომლობების გაუმჯობესებას.
ფორუმს დელეგატის სტატუსით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლები ესწრებიან.
„ჩვენი საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს, ვინაიდან, თქვენ ხართ სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალია, თქვენ ხართ ის სიახლე, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს საქართველომ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ფორუმზე განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ეს არის პროექტი - ჩვენი იდეა ქალაქის მერს, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა და შესაბამისად, გაძლევთ იმის შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოთ თქვენი ხედვები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.