იუსტიციის საბჭოს სხდომაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევაში ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზეა საუბარი.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ შეფასებით, რუსული გავლენა აშკარაა საქართველოს სასამართლო სისტემაზეც.
ავტორიტეტული ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლეების პროფესიონალიზმსაც და სისტემაში არსებულ საბჭოთა ყაიდის კორუფციაზე მიუთითებს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოს გარდა ბევრი წამყვანი ქვეყნის პოზიციებიც არის გაუარესებული.
„რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან დიდი ყურადღებით შეისწავლის თითოეულ იმ კომპონენტს, რომელშიც გაუარესდა,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.